- პროექტის სახელწოდება: Verpackungsmüll
- პროექტის მთავარი იდეა(თემა): ეკოლოგია-გარემოს დაბინძურება-ნარჩენი, რომელიც საკვების შეფუთვით წარმოიქმენბა
- პროექტის აქტუალობა: თემა აქტუალურია განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში. ყველას აწუხებს დანაგვიანებული ქუჩები, თუმცა ცალ-ცალკე არავინ ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას.
- პროექტის მიზნები: აღნიშნულ თემაზე ლექსიკური მარაგის შევსება,ქართული და გერმანული ღირებულებების გაცნობა-შეფასება, ზეპირი მსჯელობის და პრეზენტაციის უნარის გამომუშავება სახალისო აქტივეობების საშუალებით.
- მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი
- ვადები/ხანგრძლივობა: 3 საგაკვეთილო საათი და 6 საათი დამოუკიდებელი მუშაობისთვის.
- მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტები, რაც შეიძლება რომ შეიქმნას: slide-show. მოსწავლეების მიერ გადაღებული სურათების და სხვა სახის მოძიებული მასალების ატვირთვა ბლოგზე.
- პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო - "Deutsch mit Grips"-Lehrbuch unda Arbeitsbuch; ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი, ცოტა ფული Fast Food-ში წასასვლელად, მეხსიერების ბარათ, ფლეშკა.
- პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
I საგაკვეთილო საათი: თემის შერჩევა სახელმძღვანელოში მოცემული მასალის მიხედვით(მასწავლებლის აქტივობა), შერჩეულ თემაზე მოსწავლეების ასოციაციების და წინარე ცოდნის წარმოჩენა brain storming-ის საშუალებით; მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა; მოსწავლეებისთვის პროექტის არსის ახსნა და მითითებების მიცემა; მოსწავლეებისთვის დავალების მიცემა: მეორე საგაკვეთილო საათისთვის პროექტის გეგმის მოტანა.
II საგაკვეთილო საათი: მოსწავლეები წარმოადგენენ პროექტის გეგმას და იდეებს, თუ როგორ აპირებენ დავალების შესრულებას.
III საგაკვეთილო საათი: მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევარს slide-show-ს საშუალებით გაკვეთილზე და სახლში მოახდენენ მათი პრეზენტაციის ატვირთვას ბლოგზე.
შეფასება:
კრიტერიუმები: მოძიებული ინფორმაციის მრავალფეროვნება და ლაკონურობა-არ უნდა სცდებოდეს პროექტის თემას; ჯგუფში მუშაობის უნარების გამოვლენა(რამდენად იყო ყველა ჩართული, რამდენად იყო მუშაობა ორგანიზებული და პასუხისმგებლობები გადანაწილებული; მსჯელობის უნარი, პრეზენტაციის უნარი,ლექსიკური მარაგის სიმდიდრე და მსჯელობის დროს ახალი სიტყვების და ფრაზების გამოყენება. პროექტის ტექნიკური მხარეები-slide-show-ს აწყობა და ეფექტები)
ქულა: D(დაბალი)
C(საშუალო)
B(კარგი)
A(საუკეთესო)
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი: გერმანული ენა და ეკოლოგია. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით VIII კლასის მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ საკუთარი აზრის გამოთქმა სხვადასხვა თემებზე, პრო- და კონტრაარგუმენტების მოყვანა და დასკვნის გამოტანა.

11. პროექტის ხელმძღვანელი: მადონა ლაბაძე
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: madonnalabadze@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: madonnalabadze.blogspot.com